21 ივნისი 2026,   20:36
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.

"ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები