18 ივნისი 2026,   02:05
ვრცლად
2:1 - ინგლისი ხორვატიასთან წინ გადის

ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი უხვგოლიანი აღმოჩნდა. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და "სამი ლომი" კვლავ წინ გაიყვანა.

ტომას ტუხელის შეგირდებმა ლიდერობის დაბრუნება დეკლან რაისის მოწოდებული კუთხურით შეძლეს.

მატჩში ანგარიში ჰარი კეინმა შესრულებული პენალტით გახსნა, მარტინ ბატურინას გოლით კი ხორვატებმა გაათანაბრეს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

დღის ამბები