17 ივნისი 2026,   20:03
ვრცლად
დღევანდელი სათამაშო საღამო ჰიუსტონის NRG Stadium-ზე გამართული შეხვედრით გაიხსნება - მინდორზე პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელები გავლენ

დღეს, 72-ათასიან არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი, რომელსაც მოძრავი სახურავი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა გამოარჩევს, კრიშტიანუ რონალდუს საქმეში იხილავს, რადგან სწორედ აქ დაიწყება პორტუგალიელთა მსვლელობა მთავარი მიზნისკენ.

ჰიუსტონში არსებული NRG სტადიონი 2002 წელს გაიხსნა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სპორტულ არენად ითვლება, რომლის მთავარი ხიბლი მოძრავი სახურავია, რომელიც გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, მატჩს თვალი ნებისმიერ ამინდში კომფორტულად ადევნოს.

ამ შთამბეჭდავ სატიონს არაერთხელ უმასპინძლია ისეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებებისთვის, როგორიც ამერიკული ფეხბურთის სუპერთასი - Super Bowl-ი და მარალი რანგის საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის NRG Stadium ერთ-ერთ მთავარ არენად შეირჩა. ჰიუსტონი, ტურნირის განმავლობაში რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს, ხოლო დღევანდელი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი იქნება, რომელიც ამ სტადიონზე გაიმართება.

70 ათასზე მეტი გულშემატკივარი ტრიბუნაზე და მილიონობით ტელემაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თვალს სწორედ ჰიუსტონის გამორჩეულ არენას მიაპყრობს.

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ვიტინიამ განაცხადა, რომ გუნდი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფის პირველ მატჩში გარდაცვლილი ყოფილი თანაგუნდელის, Diogo Jota-ს პატივსაცემად, სპეციალურ სამაჯურებს გაიკეთებს. მწვანე და წითელი ფერის სამაჯურები, რომლებიც ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრმა გადასცა, პორტუგალიის ნაკრების ყველა მოთამაშის, ასევე დიოგუ ჟოტას სახელს ატარებს, რომელიც გასულ წელს ესპანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ძმასთან ერთად ემსხვერპლა.

დღის ამბები