17 ივნისი 2026,   14:07
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელებული პროექტებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები