17 ივნისი 2026,   14:10
ვრცლად
სააკაშვილი ალიანსს მიღმაა, როცა წიხლების ცემა დაუწყო ალიანსს, თავი გარეთ დაიყენა  - თამარ ჩერგოლეიშვილი

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ენმ-ს ორი თვეა ალიანსის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამბობს, რომ ის რეალობას აცდენილია. 

"მიშას ახირებები არის სრულიად აცილებული რეალობას. ესე მისი პარტია ვერ გადარჩება. კოალიცია ბოროტებად გამოაცხადა და ყვირის, წესებს თავზე ვერავინ ვერ მომახვევსო. მე ვთვლი, რომ გაცილებით უფრო სწრაფად წავა წინ ალიანსი, ეს კაცი თუ გარეთ დარჩება.

გონზე არ არის, რას აკეთებს, რეალობას აცდენილია. ცილისმწამებლური კამპანიები, წარმოჩენა ისე, თითქოს რაღაცის ამრევი ვარ. არაფერი, შრომის ეთიკას ვითხოვ და წესებს, მეტს არაფერს უწესოებისგან. სააკაშვილი ირტყმევინება წიხლებს და პასუხს ვცემთ მათ უბრალოდ. როცა წიხლების ცემა დაუწყო ალიანსს, იმ მომენტში თავი დაიყენა უკვე გარეთ. ის ალიანსს მიღმაა", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები