16 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გვაქვს საერთო გამოწვევებიც, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია

საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს საქართველოს მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები