"დიდი შვიდეულის" სამიტზე მსოფლიო ლიდერების შეკრებისას, ირანთან ომი, სავარაუდოდ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, - ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურდა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების სამიტზე ძლიერი პოზიციით და უკვე მიღწეული შეთანხმებით შესულიყო.
მედიის ცნობით, თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და მოლაპარაკებების შემდეგ, რამაც "დიდი შვიდეულის" ლიდერებში უზარმაზარი სკეპტიციზმი გამოიწვია, ტრამპი სასურველს მიიღებს, თუმცა, შეთანხმების კონკრეტულ პირობებთან და თითოეული მხარის მიერ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა ელოდება.
როგორც CNN-ი წერს, "დიდი შვიდეულის" ლიდერებს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან გამკლავება მოუწიათ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თითქმის ყველა მათგანი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სრუტის პატრულირებაში დახმარების სურვილის არქონის გამო, რამაც შეხვედრაზე უხერხული ატმოსფერო შექმნა.