16 ივნისი 2026,   13:23
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ვაშინგტონთან ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მისივე განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ირანის ბირთვული საფრთხე ფაქტობრივად აღმოფხვრილია, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა და ისრაელი არ დაუშვებს ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ

ქვეყნის საზღვრების და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, მათი თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში, სირიასა და ღაზას სექტორში განუსაზღვრელი ვადით დარჩებიან.

დღის ამბები