16 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს

რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.

ახალი რეგულაციით, სექტორმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს დეკლარაცია ყველა შემოსავლისა და 5 000 ლეუზე მეტი დონაციის წყაროს მითითებით. აღნიშნული თანხა დაახლოებით 1 100 დოლარის ეკვივალენტია.

ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.

საკანონმდებლო ცვლილებას მხარი 75-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის როგორც სამთავრობო კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კანონპროექტი განსახილველად დეპუტატთა პალატას გადაეცა.

დღის ამბები