ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრამეტე სართულზე გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინაში ქირით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. მათ უკვე აქვთ ალტერნატიული ფართი, შესაბამისად, მერიის მხრიდან თავშესაფარში გადაყვანას არ საჭიროებენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.