2 ივლისიდან 22 ივლისამდე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდების ოფიციალური განრიგი გამოაქვეყნა.
43 000-ზე მეტმა აბიტურიენტებმა ზუსტად იცის, როდის და რომელ საგანში მოუწევს გამოცდების ჩაბარება. პირველი გამოცდა ქართულ ენaსა და ლიტერატურაში ჩატარდება და ფიზიკით დასრულდება.
კონკრეტული გამოცდის თარიღის, დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ ინფორმაციას, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათის მეშვეობით მიიღებენ. ბარათების ამობეჭდვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებთან ერთად, 5 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდა 23-24 ივლისს ჩატარდება. ქვეყანაში საგამოცდო პროცესი 29 ივლისს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს აერთიანებს. თითოეული სამსახური კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ ივლისში დაგეგმილი საგამოცდო პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში წარიმართოს.
მიმდინარე წელს აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი სიახლე ხვდებათ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება.
განრიგი დამტკიცებულია. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა სულ მალე დაიწყება.