15 ივნისი 2026,   20:28
ვრცლად
შვედეთთან მარცხის შემდეგ, ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საბრი ლამუში გაათავისუფლეს

2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, საბრი ლამუშის პოსტიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას აღნიშნულ თანამდებობაზე.


მსოფლიო პირველობაზე ტუნისი F ჯგუფში გამოდის, სადაც მისი კონკურენტები შვედეთის, ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებები არიან.

პირველი ტურის მონაცემებით, ჯგუფში 3 ქულით შვედები ლიდერობენ, მეორე და მესამე პოზიციებს თითო-თითო ქულით ნიდერლანდები და იაპონია ინაწილებენ, ტუნისი კი უქულოდაა და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.


მომდევნო მატჩს ტუნისის ნაკრები 21 ივნისს იაპონიასთან ჩაატარებს.

დღის ამბები