დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაიწყებს, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ დებიუტანტს კაპო ვერდეს დაუპირისპირდება.
ლუის დე ლა ფუენტეს მომზადებულ გუნდს ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ, რომელიც მათთვის ტრიუმფალური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ზედიზედ სამი მუნდიალია მერვედფინალურ ეტაპს ვერ ცდებიან.
2026 წლის მსოფლიო პირველობა სადებიუტო და ისტორიულია კაპო ვერდეს ნაკრებისთვის, რომელიც ამ წყვილში აშკარა აუთსაიდერია.
ესპანეთის ნაკრების ირგვლივ არსებული კითხვებიდან ყველაზე აქტუალური ლამინე იამალის მზადყოფნაა.
არხის ისტორიაში პირველად, პლანეტის უმთავრეს სპორტულ მოვლენას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში უწყვეტად აშუქებს.