15 ივნისი 2026,   19:26
ვრცლად
ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო განათლების მინისტრმა. კლუბი ქვეყნის მასშტაბით 141 სკოლაში ფუნქციონირებს. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.

"დღეს, საპატრიარქოსთან ერთად გვქონდა შემაჯამებელი წლის დამამთავრებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილ იქნა ის შედეგები, რომლებიც მართლაც საამაყოა და რეალურად, ჩანს, რომ ეს პროექტი, რომელიც დასაწყისშივე ძალიან დიდი ოპტიმიზმის გრძნობას გვძენდა, უკვე საზოგადოების მხრიდან ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული, არის მზარდი მოთხოვნა, რომ მსგავსი კლუბები გაიხსნას დამატებით სკოლებში," - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

პროგრამის ფარგლებში მიღებული სერტიფიკატების მნიშვნელობაზე ისაუბრა დეკანოზმა დემეტრე ქათამაძემ.

"ბოლნისის ეპარქიის სამღვდელოებამ ორ ეტაპად გავიარეთ ეს სწავლება. დღეს გადმოგვეცა სერტიფიკატები და პირადად ჩვენთვის, ჩვენი ეპარქიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა დეკანოზმა.

დღის ამბები