15 ივნისი 2026,   14:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია მონაწილეობს.

მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა, რომელიც პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციასა და ურბანულ დაგეგმარებას ეხება.

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, სადაც მხარეები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობასა და გლობალურ უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფება.

"აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია შუშაში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბორდის წევრები: მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი.

რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში - აღნიშნულ თემებზე კონფერენციის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ," - ინფორმაციას ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

დღის ამბები