14 ივნისი 2026,   14:08
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით, ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა

სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით, ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა. 

ვერტმფრენმა ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. გადაიტანეს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტიც. ზამთრის პერიოდში, საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად პერიოდულ ფრენებს ახორციელებს.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი მაღალმთიან და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს.

დღის ამბები