14 ივნისი 2026,   16:33
ვრცლად
"მნიშვნელოვანია ყველა იმ პროექტის მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას" - შალვა გოგოლაძე

"სტუდენტური ფესტივალი 2026" - დღეს თბილისში დიდი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5-კილომეტრიანი მარათონი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პროცესში ჩართულები იყვნენ სტუდენტები, მოხალისეები, ასევე პოლიტიკოსები, მათ შორის იყვნენ დედაქალაქის მერი, პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი, დეპუტატები.

სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"მნიშვნელოვანია ყველა იმ პროექტის მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მასობრივ სპორტის ზრდას. სტუდენტური ფესტივალი 2026 ზუსტად ეს გამოხატულებაა, სადაც ახალგაზრდები, სტუდენტები, სპორტსმენები და თითოეული მოქალაქე ერთიანდებიან. ერთიანდებიან ერთი ლოზუნგით, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისთვის. თბილისის მერიც მიიღებს გარბენში მონაწილეობას და ეს კარგი ჟესტია იმ კუთხით, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს სპორტის აქტუალობა," - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

დღის ამბები