12 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
ბრიუსელში, მომავალი წლიდან ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალება

ბრიუსელში ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალება.
ადგილობრივი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ძალაში 2027 წლის იანვრიდან შევა.

ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ავარიების ზრდა, ქაოტურ პარკირებასთან დაკავშირებული საჩივრები და სამართალდამრღვევების მიერ ელექტრო სკუტერების ხშირი გამოყენება.

ამასთან, ბრიუსელი გეგმავს, ელექტრო ველოსიპედების გაქირავების ქსელის გაფართოებაზე ფოკუსირდეს.

დღის ამბები