12 ივნისი 2026,   15:22
ვრცლად
ვისაუბრეთ შუა დერეფნის კონტექსტში არსებულ შესაძლებლობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საპორტო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით - მარიამ ქვრივიშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელებაც მქმსაქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"ქვეყნებს შორის მზარდია ვაჭრობა. ზოგადად ჩვენსა და ყირგიზეთს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად ბევრი ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ საპორტო, ისევე როგორც სხვა სარკინიგზო, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები