12 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
"თავიდან ბოლომდე, ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი" - ეკა სეფაშვილი ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე

ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით გუშინ დღის ბოლოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრას ეხმაურებიან კანონმდებლებიც.

"ხალხის ძალაში" ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრიუსელი საკითხით ისევ სპეკულირებს.

"ეს საკითხი თავიდანვე პოლიტიკური საბურვლით იყო შემოსილი, იმიტომ, რომ არავითარი ლეგიტიმური და ტექნიკური ვითარება არ არსებობდა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეჩერებულიყო დიპლომატიური თუ ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის. თავიდან ბოლომდე, ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი. ცხადია, რომ ეს სამუშაო შეხვედრაც მოგონილია იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც შეიყვანეს საკუთარი თავი," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები