ოპოზიციური ალიანსის დაშლა ამ დრომდე რჩება პოლიტიკური შეფასებების თემად. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ "ნაციონალებისა" და ყოფილი "ნაციონალების" ქმედებები არასერიოზული და კომიკურიც კი არის. მათი განმარტებით, ევროპელი ბიუროკრატებისა და ზოგიერთი ელჩების მიერ წახალისებულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი რესურსი საბოლოოდ ამოწურეს.
"შიდა დაპირისპირებები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, როგორც ჭამენ ერთმანეთს და როგორ ვერ გაინაწილეს თვითონ შიგნით პოლიტიკური თანამდებები. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის პირნათლად აჩვენებდა მათ რესურსზე, მათ მიდგომაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე," - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.
ოპოზიციური ალიანსის დაშლა კოალიციაში მყოფებმა რამდენიმე დღის წინ თავადვე დაადასტურეს.