11 ივნისი 2026,   20:04
ვრცლად
რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ამავე კომიტეტის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

სესიის ფარგლებში დაგეგმილია გენერალური დებატები, სადაც რატი იონათამიშვილი სიტყვით წარდგება. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში.

მე-19 სესიის ფარგლებში, საქართველოს მისია გამართავს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების ისტორიას ეძღვნება.

საერთაშორისო ღონისძიებაში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

დღის ამბები