11 ივნისი 2026,   19:32
ვრცლად
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, 48 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის წაყვანა, საოცარი გრძნობაა - თორნიკე ბასიაშვილი

დიდი ფეხბურთი "რუსთავი 2-ზე" - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე 5 საათი რჩება.

სამი ქვეყანა - 16 სტადიონი, მათ შორის მეხიკოს ისტორიული "აცტეკა", სადაც ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. გახსნის გრანდიოზული ცერემონია თბილისის დროით 22 საათსა და 20 წუთიდან დაიწყება, რომელსაც "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

არხის ისტორიაში პირველად, დღეიდან, 19 ივლისის ჩათვლით, ტურნირის 104-ვე მატჩს "რუსთავი 2" აჩვენებს. პლანეტის ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად "რუსთავი 2-ის" გუნდი უკვე მზად არის. თავიდან ბოლომდე შეიცვალა სატელევიზიო ბადე და ის სრულად მსოფლიო ჩემპიონატზეა მორგებული.

პირდაპირი ტრანსლაციების პარალელურად, მაყურებელი ნახავს საფეხბურთო მიმოხილვებს და სიუჟეტებს. ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის.

"საოცარი გრძნობა არის. პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე მოულოდნელი რამ, რადგან 23 წლის ასაკში მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, 48 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის წაყვანა. თან, იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა გუნდების რაოდენობა, გაცილებით მეტი სენსაცია შეიძლება დაფიქსირდეს. ველოდებით ორი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის - მესისა და რონალდოს შეხვედრას,"- აცხადებს კომენტატორი თორნიკე ბასიაშვილი.

 

 

დღის ამბები