10 ივნისი 2026,   18:09
ვრცლად
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი, დანაშაულის აღიარების შემდეგ, გათავისუფლდა

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი თავისუფალია.

ვახტანგ ფიცხელაურთან, ალექსანდრე ხაბეიშვილთან, ბექა ქელეხსაშვილთან, გიორგი მულაძესთან, მამუკა ლაბუჩიძესთან, გურიელ ქარდავასთან, თემურ ქურციკიძესთან და ავთანდილ სურმანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს. სასამართლოში ამ წუთებში კიდევ 6 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.

დღის ამბები