10 ივნისი 2026,   16:02
ვრცლად
მომხდარი ფაქტის კონსტატირების გამო, ადამიანზე რომ თქვა, ქვეყანას ღალატობსო, აბსოლუტური არაადეკვატურობა გახლავთ - ირაკლი ფავლენიშვილი

საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი.

შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების მისამართით ოპოზიციური ალიანსს ბრალდებებს ბრიფინგით გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების ნარატივი რეალობას აცდენილია და ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ქვეყნის ამოცანა არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება უნდა იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტის კონსტატირების გამო ადამიანისთვის ქვეყნის მოღალატის დაძახება აბსოლუტური არაადეკვატურობაა.

"ფაქტი როდესაც მოხდება, იმ ფაქტის კონსტატირების გამო, ადამიანზე რომ თქვა, ქვეყანას ღალატობსო, აბსოლუტური არაადეკვატურობა გახლავთ. ბრალდებები არის მუდმივად, არა თუ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი, არამედ მცდარი, დამახინჯებული და არარსებული ფაქტების კონსტატირების შედეგი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები