ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ბლოგერები სტუმრობენ.
შემეცნებითი ტურის მიზანია ევროპულმა საზოგადოებამ აჭარის მხარე უკეთ გაიცნოს და რეგიონის პოპულარიზაცია მოახდინონ.
ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს. მიიღეს მონაწილეობა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასშიც, მეორე დღე კი სრულად ექსტრემალურ აქტივობას დაეთმო.
ინფლუენსერები რეგიონში 12 ივნისამდე დარჩებიან.