10 ივნისი 2026,   11:38
ვრცლად
მათი კერძო და პირადი ინტერესები აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფოს სიყვარული და ჩვენი ქვეყნის ინტერესები - ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება და მისი დაშლა არ უკვირთ მმართველ გუნდში.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადამიანების ერთობა, რომელთათვისაც პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის სიყვარული, დიდხანს ვერ გაძლებდა და დღეს ფაქტი სახეზეა.

"მათი კერძო და პირადი ინტერესები აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფოს სიყვარული და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ სახელმწიფოს სიყვარული, ეს ადამიანები ერთად დიდხანს ვერანაირად ვერ იქნებოდნენ. დღეს თუ ხვალ, ალიანსის დაშლა, რასაც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვუყურებთ, მოსალოდნელი იყო.

ჩვენც აღვნიშნეთ, რომ ეს ალიანსი არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა და ფაქტი სახეზე გვაქვს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ალიანსის დაშლის საკითხზე ინფორმაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა, რასაც ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის ახალი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღა მოჰყვა. 

დღის ამბები