09 ივნისი 2026,   13:30
ვრცლად
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით თსსუ-ში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, შეაფასეს მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები