კახეთის რეგიონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად აგრძელებს.
კახეთში დაგეგმილია 8 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონების მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერეს.