სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პარალელურად განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამ ეტაპზე მზად არ არის და მიზნის მისაღწევად რეფორმების გაგრძელებაა საჭირო.
"სომხეთს დღესვე რომ შეეტანა განაცხადი ევროკავშირში, და მე რომ ევროკავშირის ოფიციალური პირი ვყოფილიყავი, რომელიც ამ განაცხადს ობიექტურად შეაფასებდა, ვიტყოდი, რომ ჩვენ დღეს მზად არ ვართ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები", - განაცხადა ფაშინიანმა მედიასთან.