07 ივნისი 2026,   14:01
ვრცლად
ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე

ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები, სახელისუფლებო გუნდისთვის პოლიტიკური უპრინციპობა და შიდა გავლენებისთვის ბრძოლაა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც ისევ სააკაშვილის ჩრდილქვეშ და უცხოური დაკვეთებით მოქმედებს, პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას შორის მიმდინარე ბრალდებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათში არსებულ უნდობლობაზე.

"მათი ეს დაპირისპირება რამდენიმე რამეზე მეტყველებს - პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში, როგორც ისინი თავად ამბობენ, ბიზნესი თავისუფალი იყო სხვადასხვა პარტიების დაფინანსებაში.

ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის. ეს ბრალდებები და ეს ფონიც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

მათი ნაწილი მაინც აღიარებს, რომ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არავისთვის არ უნდა ყოფილიყო დაფარული ცოდნა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილი.

ყოფილ და მოქმედი "ნაციონალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირება ურთიერთბრალდებების მორიგ სერიაში გადაიზარდა. ყოფილ "ნაციონალებს" დღეს მოქმედებმა პოლიტიკური წარსული კიდევ ერთხელ შეახსენეს, და თქვეს, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება სააკაშვილი აკრიტიკონ.

"მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი" - "ფედერალისტების" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მძიმე ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აზიარებს ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც ნიკა გვარამიას "ნაციონალური მოძრაობის" ძარცვასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები