06 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება "ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე ვერ გაბედა - თეა წულუკიანი

ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება "ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე ვერ გაბედა - ამის შესახებ, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში - "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

"ეს იყო გაბედული რეფორმები, რომლებიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი.

ჩვენ თვითონ, მინისტრებს, ხელისუფლებას წაგვიგია და ვაგებთ დავებს, რაც არნახული იყო ადეიშვილისა და სხვების ხელისუფლების პირობებში. ის ხარვეზები, რომლებიც ბევრ სხვა უფლებაზე აისახება, გამოსასწორებელია. მაგრამ ამაზე არ საუბრობს ოპოზიცია, ოპოზიცია ყვირის ქუჩაში," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები