უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და კრასნოდარში სამხედრო ობიექტებსა და ნავთობ ბაზებზე 140-ზე მეტი დრონით საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რამაც ერთ-ერთ ბაზაზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
პარალელურად, უკრაინული ძალები აქტიურად უტევენ რუსულ ლოგისტიკას ოკუპირებულ ლუგანსკშიც, სადაც ასობით საწვავმზიდის განადგურების გამო საოკუპაციო ძალამ ავტომაგისტრალებზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეაჩერა.