06 ივნისი 2026,   18:41
ვრცლად
შავ ზღვაში თურქულ თევზსაჭერ გემს თავს დაესხნენ, რომელიც დაზიანდა და ჩაიძირა

შავ ზღვაში თურქულ თევზსაჭერ გემს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად, გემი დაზიანდა და ჩაიძირა. ბორტზე მყოფი ხუთი დაშავებული მეთევზის ევაკუაცია ახლომდებარე სეინერმა მოახერხა.

ტრანსპორტირებისას, ერთ-ერთი მეთევზე დაიღუპა. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

დღის ამბები