დიდ ბრიტანეთში მოკლული ჰენრი ნოვაკის საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. დიპლომატიური უწყება ბრიტანეთის "ცივილიზაციურ კრიზისზე" საუბრობს და გაერთიანებული სამეფოს პოლიციას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
"იდეოლოგიური წნეხი და ორმაგი სტანდარტებით საპოლიციო საქმიანობა ცივილიზაციური კრიზისის აშკარა სიმპტომებია. დასავლურმა სამყარომ ეს ერთხმად უნდა უარყოს," - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.
18 წლის ჰენრი ნოვაკი, გასული წლის 3 დეკემბერს, საუთჰემპტონში, თავდამსხმელმა სარიტუალო დანით მოკლა. გასაჯაროვდა მკვლელობის კადრები. ვიდეოში ჩანს, როგორ თუ ათრევს ოფიცერი სასიკვდილოდ დაჭრილ, უდანაშაულო მოზარდს და დახმარების ნაცვლად ხელბორკილებს ადებს. მკვლელი უკვე გასამართლდა, თუმცა ინციდენტში მონაწილე არცერთი პოლიციელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.