16 ნოემბერი 2026,   20:20
ვრცლად
დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არაა, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესახებ მისი მსჯელობა კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ჩიხელიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაა, შესაბამისად, ლარის კურსის სტაბილურობა მის საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია.

მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში არ უნდა მონაწილეობდეს. ექსპერტის შეფასებით, ჯაფარიძის მტკიცება, თითქოს ლარის კურსთან ეროვნულ ბანკს კვეთა არ აქვს, დემაგოგია და უვიცობაა.

„გირჩი ჯაფარიძეს ვურჩევ, სანამ სხვებს ფინანსებზე ლექციებს წაუკითხავს და ქვეყნის ეკონომიკაზე მსჯელობას დაიწყებს, ელემენტარულ საკითხებში გაერკვეს.

ეროვნული ბანკის ფუნქცია მხოლოდ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა ეროვნული ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და იმის მტკიცება, რომ ლარის კურსთან ეროვნულ ბანკს კვეთა არ აქვს, დემაგოგიას და კომპეტენციის ნაკლებობას (უვიცობას) ნიშნავს.

მართალია, საქართველოში გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ მცურავი კურსი არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებული უნდა იყოს ან კურსის მკვეთრი მერყეობის შესარბილებლად არაფერი გააკეთოს. პირიქით ლარის კურსის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ვალდებულება არის, რისთვისაც ბანკს კონკრეტული მონეტარული და სავალუტო ინსტრუმენტები აქვს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში აქტიურად იყენებს სავალუტო ბაზარზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ლარის კურსის სტაბილურობისთვის.

ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია!“ - წერს ჩიხელიძე.

დღის ამბები