პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება 13-ჯერ აღემატებოდა მსგავსი სიდიდისა თუ დასახლების მქონე მუნიციპალიტეტების რაოდენობას, რაც შესაძლოა დანაშაულის შესახებ ეჭვებს აჩენდა.
პაპუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, მაინინგის უკანონოდ გამოყენება თავად მესტიის მოსახლეობას აწვებოდა ტვირთად.
"130 მილიონი კილოვატი მოიხმარებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, მაშინ როდესაც მოსახლეობის სიდიდის, თუ ყველა მსგავს ფაქტორის გათვალისწინებით, მსგავსი მუნიციპალიტეტები მოიხმარდნენ, დაახლოებით, 10 მილიონს. 13-ჯერ მეტი იყო მოხმარება.
უკვე ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა. ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურეს კიდეც. გარდა იმისა, რომ ეს უკანონობაა, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი ტვირთად აწვებოდა თავად მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს. მათი ელექტროენერგიით მომარაგება იყო გართულებული, რაზეც თავადაც საუბრობდნენ.
მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ამ მხრივ და დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთეს თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნოს საკუთარ თავზე. დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობთ ხდებოდა, აღმოიფხვრება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.