დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომელიც 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის.
ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა - ჟურნალისტებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა მიიღეს.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.