04 ივნისი 2026,   14:02
ვრცლად
Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართეს. როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ამზადებენ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებს გულისხმობს.

სააგენტოს რამდენიმე წყარომ განუცხადა, სამი ევროპული ქვეყანა ფრონტის ხაზზე რუსული ჯარის დანაკარგების ფონზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიალოგში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს. Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინული ჯარი სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, განსაკუთრებით დრონებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის საკითხში, რის გამოც მოსკოვში ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ომს ეწინააღმდეგებიან.

"მოლაპარაკებების დაწყებით, მოკავშირეები ცდილობენ, თავიდან აიცილონ კიდევ ერთი მძიმე ზამთარი, რა დროსაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს გააძლიერებს", - წერს Bloomberg-ი.

 

დღის ამბები