03 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ცერემონია პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

დღის ამბები