08 აგვისტო 2026,   07:51
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი ერთი თვის წინ დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები