03 აგვისტო 2026,   03:39
ვრცლად
ზედიზედ მეორედ მოგება თუ ისტორიაში პირველი ევროპული თასი? კვარაცხელიას "პსჟ" და "არსენალი" პირველობისთვის იბრძვიან

ზედიზედ მეორედ მოგება თუ ისტორიაში პირველი ევროპული თასი? ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" პირველობისთვის იბრძვიან.

დიდი ფინალის პირველი ტაიმი დასრულებულია. ტაბლოზე ანგარიში 1:1-ია. "პარი სენ-ჟერმენმა" ანგარიში ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტით გაათანაბრა, თუმცა წინ კიდევ მეორე ტაიმის ნახევარია.

ბუდაპეშტისკენ მიმავალი გზა ორივე გუნდისთვის რთული და განსხვავებული იყო, ნანატრ ტიტულამდე კი ერთი ნაბიჯი რჩება.

ალბათ, არსენალის ქართველ გულშემატკივრებსაც კი არ დასწყდებათ გული, თუკი დღეს "პსჟ" გაიმარჯვებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების რეალური შანსი აქვს.

ქართველი ვარსკვლავი ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის არის დასახელებული.

დღის ამბები