"პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებისთვის 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას იქიდან, რაც უკრაინამ ბრძოლის ველზე გააკეთა", - აცხადებს აშშ-ის ომის მდივანი.
როგორც პიტ ჰეგსეტი აღნიშნავს, მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სისტემების ფლობა საკმარისი არ არის.
"აუცილებელია მათი სწრაფად და მასშტაბურად წარმოება, მუდმივი ადაპტაცია, რადგან დრონების ტექნოლოგია კვირიდან კვირამდე იცვლება. ვაპირებთ, ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესოები ამ სფეროში და ვფიქრობ, ჩვენი დეპარტამენტისგან მომავალში ნახავთ ამ ტიპის ინვესტიციებს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.