01 აგვისტო 2026,   12:48
ვრცლად
ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში ფესტივალი "ეკომეგობრული კახეთი 2026" მიმდინარეობს

30 მაისს - კახეთში, ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში არსებულ ლაგოდეხის პარკში, ღონისძიება "ეკომეგობრული კახეთი 2026“ მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცეები და აქტივობები - პარტნიორი კომპანიების ზონები, ეკო მეწარმეების სივრცეები, კვების სივრცეები, საბავშვო ზონა.

ასევე გაიმართება ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლის გამოსვლა, ჟირაფი ჟოზეს კონცერტი, მგზავრების კონცერტი, სკოლებისა და სკოლის მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩვენება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციის Wasteless-ის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ფესტივალი დაიწო 13:00 საათზე და დასრულდება 22:00 საათზე.

"ღონისძიების მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის კულტურის დანერგვა/გავრცელება და ნარჩენების შეგროვება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში და ფართო საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი ქცევის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ახალი პრაქტიკის დანერგვაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტთან - ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარელი - მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩართულობით. ამასთან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები