აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრი სახლის კრიზისების მართვის ოთახში, რომელიც ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ისახავდა მიზნად, ორი საათის შემდეგ დასრულდა.
მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ შეხვედრა გადაწყვეტილებით დასრულდებოდა, გაურკვეველი დარჩა, აპირებს თუ არა ის ირანთან ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.