რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. მათ ერთობლივ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის შედეგების მიხედვით იყო მიღებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს მონაწილეები დეკემბერში წარადგენენ მოხსენებას იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც სომხეთისთვის გაერთიანებაში წევრობის შეჩერებას მოჰყვება.
"ვიზიარებთ პოზიციას სომხეთის რესპუბლიკაში რაც შეიძლება მოკლე ვადებში საყოველთაო ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემდგომი დარჩენის თაობაზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
პუტინმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და სადირ ჟაპაროვმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია კავშირისთვის იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც დაკავშირებულია ერევნის მომზადებასთან ევროკავშირში გასაწევრიანებლად.