18 ივნისი 2026,   19:12
ვრცლად
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი რუსული დრონია

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი რუსული დრონია. რუმინეთის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო სივრცის უხეშ დარღვევაზე და რუსეთის მხრიდან "სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციაზე" საუბრობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს. ღამით მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შენობიდან განხორციელდა 70 მოქალაქის ევაკუაცია.

მომხდარის გამო, რუმინეთი კონსტანცაში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს და გენერალურ კონსულ ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ არ დააყოვნებს მოსკოვის საპასუხო ზომები.

დღის ამბები