04 აგვისტო 2026,   14:15
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი გორში მოხმდარ ძალადობის ფაქტზე: წარსულს რა მნიშვნელობა აქვს, რაც არ უნდა მომხდარიყო 15 წლის წინ, ე.ი. დღეს თვალს უნდა ვხუჭავდეთ?

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რაც არ უნდა მომხდარიყო 15 წლის წინ, დღეს ძალადობის ფაქტებზე საზოგადოებამ თავი არ უნდა დახუჭოს.

"წარსულს რა მნიშვნელობა აქვს, რაც არ უნდა მომხდარიყო 15 წლის წინ, 20 წლის წინ, 10 წლის წინ, ესე იგი დღეს თვალს უნდა ვხუჭავდეთ? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ყოფილიყო გადაღებული და ვიდეო მტკიცებულება არ არსებობდეს ამისი, ამ შემთხვევაში არ მოხდებოდა დაჭერა. ამაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება პოლიციელიც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

დღის ამბები