გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში გამოფენა გაიხსნა.
თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა იმართება თემაზე - "მიწისა ზედა ზეცისა," რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის იუბილეს.
გამოფენა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ეხმიანებიან ქრისტიანულ თემატიკას.