თითქმის 6-თვიანი გამოძიების შემდეგ, სასამართლომ 18 წლის ჰენრი ნოვაკის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. დადასტურდა, რომ მამაკაცმა მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები სარიტუალო დანით მიაყენა.
მედია წერს, რომ ბრიტანულ მართლმსაჯულებას ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუცია ის პოლიციელები, რომლებმაც დაჭრილი მოზარდი გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს. გახმაურებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ნოვაკს ხელბორკილები დაადო ისე, რომ მისი მდგომარეობა არ გაითვალისწინა.
სამართალდამცველები ამგვარი ქმედების მიზეზად მკვლელის ცრუ ჩვენებას ასახელებენ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თავად იყო ნოვაკის მხრიდან რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი.